საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის I საერთაშორისო კონფერენცია
ბათუმი, 12-19 სექტემბერი, 2010 წელი

კოლეგებო გილოცავთ!

ჩვენი საერთო ძალისხმევით მოხერხდა რომ 2010 წლის  28 აპრილს მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირს გადავურიცხეთ 4283 ევრო და ამით დავფარეთ ჩვენი დავალიანებები 2010 წლამდე და დაახლოებით 30 % 2010 წლის საწევრო შესატანის. ჩვენი დავალიანებების საბილოოდ გასასტუმრებლად საჭიროა:

1124 CHF (შვეიცარული ფრანკი) = 1823 ლარი - 2010 წლის საწევროს ნაშთი მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირში

420 Euro = 977 ლარი - 2010 წლის საწევრო ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოებაში                

დიდი მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა ვალების დაფარვაში!

მოგიწოდებთ მათ ვისაც არ გადაუხდია საწევრო შესატანი ან აქვს სურვილი დაგვეხმაროს შემოწირულობით, გააკეთოთ ეს უახლოეს დროში რათა დავამთავროთ ჩვენი ვალების გასტუმრება! 

როლანდ დუდუჩავა

თბილისი, 2010 წლის 28 აპრილი

 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მიმართვა

თბილისი, 2010 წლის 21 იანვარი

ძვირფასო კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით მოვახერხეთ შეგვეგროვებინა 11.000 (თერთმეტი ათასი) ლარი, რათა გავისტუმროთ დავალიანებები მსოფლიო მათე­მა­ტი­კოსთა კავშირის (მმკ) საწევრო გადასახადების სახით 2005-2009 წლებში და ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოებაში. დაგვრჩა სულ ცოტა,  900 ლარი, რათა საბოლოოდ გავისტუმროთ  ეს ვალები. ამის შემდეგ ჩვენ დაგვრჩება გადასახდელი წლევანდლი საწევროები, რაც  შეადგენს დაახლოებით  3600-3800 ლარს (თანხას ვერ ვაზუსტებთ ვალუტის კურსის ცვლილების გამო. ზუსტი მონაცემებია 1528 CHF და 420 €).  მოგახსენებთ, რომ მეცნიერებათა აკადემიამ 26 მარტს, ჩვენი თხოვნის საპასუხოდ, შემოგვწირა 1.000 ლარი.

მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ გადაიხადოთ 2010 წლის საწევროები (შეადგენს 10 ლარს) და, შესაძლებლობის ფარგლებში, შემოგვწიროთ თანხა. გავხსენით შემოწირულობების სია ჩვენს WEB-გვერდზე, სადაც დაფიქსირდება ყველა შემოწირული თანხა. 

                      შემოწირულობათა სია, 2010 წელი:

2010 წლის 22 ივნისის მდგომარეობით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ინფორმაცია საწევრო შესატანების და შემოწირულობების გადახდის საშუალებების შესახებ

დუდუჩავა როლანდი - საქართველოს მათემატიკოსთა  კავშირის პრეზიდენტი
ნატროშვილი დავითი - მათემატიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე  
ქადეიშვილი თორნიკე - საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის  მათემატიკის                                               განვითარებისა და მეცნიერული კონტაქტების  კომისიის თავმჯდომარე             

ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები:

2010 წლის 15 აპრილს, ხუთშაბათს, 17 საათზე,  შედგა  საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სემინარის სხდომა. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საქართველოს მათემატიკოსთა V ყრილობა
ბათუმი /ქუთაისი, 2009 წ. 9-12 ოქტომბერი

ყრილობის თეზისები, შევსებული და მოდიფიცირებული:  


top
დაგვიკავშირდით

ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი,                             მ. ალექსიძის ქ. 1                                                            თბილისი 0193

ტელ.: +995.(8)32.545995  (ბიურო1)
          +995.(8)32.335977  (ბიურო2)
          +995.(8)55.333855 (მობ.)                             ელ. ფოსტა: GeorgianMU(at)gmail.com
                    GMU(at)rmi.acnet.ge